რეზონანსი
02.10.2022

ჩვენთვის, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის, „ნაცმოძრაობა" არ არის გამოწვევა, მაგრამ ქართული პოლიტიკისთვის რა თქმა უნდა გამოწვევაა. როდესაც ოფიციალურად ნომერ მეორე პარტია არის ასეთი არაჯანსაღი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, რა თქმა უნდა, ეს საფრთხეს უქმნის მთლიანობაში დემოკრატიული სისტემის სწორად განვითარებას, - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში".

ირაკლი კობახიძის თქმით, რა პროცესებიც ახლა ვითარდება - ამ პარტიის დასუსტების და მოშლის პროცესი, აუცილებლად დადებითად აისახება ჩვენი პოლიტიკური სისტემის განვითარებაზე.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, მნიშვნელოვანია, ის შედგებოდეს ჯანსაღი პოლიტიკური პარტიებისგან.

„ჩვენთვის როგორც პოლიტიკური პარტიისთვის, „ნაცმოძრაობა" არ არის გამოწვევა, მაგრამ ქართული პოლიტიკისთვის რა თქმა უნდა გამოწვევაა. ზოგადად იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, მნიშვნელოვანია, ის შედგებოდეს ჯანსაღი პოლიტიკური პარტიებისგან. როდესაც ნომერ მეორე პარტია, ოფიციალურად დღეს ასეა, ყველაზე მეტი ხმა მიიღეს ჩვენს შემდეგ, როდესაც ოფიციალურად ნომერ მეორე პარტია არის ასეთი არაჯანსაღი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, რა თქმა უნდა, ეს საფრთხეს უქმნის მთლიანობაში დემოკრატიული სისტემის სწორად განვითარებას. აქედან გამომდინარე, რა პროცესებიც ახლა ვითარდება, ეს არის ამ პარტიის დასუსტების და მოშლის პროცესი, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ჩვენი პოლიტიკური სისტემის განვითარებაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×