რეზონანსი
02.10.2022

რუსმა მომღერალმა, ალა პუგაჩოვამ მოსკოვთან ახლოს, სოფელ გრიაზში მდებარე ფეშენებელური ვილა გასაყიდად გამოიტანა და საცხოვრებლად ისრაელში წავიდა, ინფორმაციას რუსული და უკრაინული მედია ავრცელებს. ჟურნალისტების ცნობით, პუგაჩოვას ისრაელის პასპორტიც აქვს.

სახლს მომღერალი 1 მილიარდ რუბლად აფასებს, თუმცა ყიდვის მსურველი, ჯერჯერობით, არ ჩანს. ვილაში ახლა მისი შვილიშვილი, ნიკიტა პრესნიაკოვი ცხოვრობს. 

საცხოვრებლის ფართი 2300 კვადრატული მეტრია. სახლს აქვს ზამთრის ბაღი, ობსერვატორია, სპორტკომპლექსი, მიწისქვეშა ავტოფარეხი, ლიფტები და კინოთეატრი.

მედიაში ვარაუდობენ, რომ რუსმა მომღერალმა ქვეყანა სამუდამოდ დატოვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×