რეზონანსი
01.10.2022

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, თუმცა არსებობს გამოწვევები და ამ გამოწვევებს სჭირდება ღირსეული პასუხი ყოველდღიური მუშაობით.

ამასთან, როგორც კალაძემ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ „უთხრა არა ძალადობას და უთხრა არა იმ უმძიმეს რეჟიმს, რაც ყოველდღიურად ხდებოდა ქვეყანაში".

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უთხრა არა ძალადობას, უთხრა არა იმ უმძიმეს რეჟიმს, რაც ყოველდღიურად ხდებოდა ქვეყანაში. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შეეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. რა ხდებოდა მედიის მიმართ, ამაზე აღარ დავიწყებ საუბარს, რამდენად მძიმე და რთული მდგომარეობა იყო. რადიკალურად შეიცვალა ვითარება - დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში. ქვეყანამ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში გადაადგილდებიან თავისუფლად, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე, ბიზნესი თავისუფალია, აღარ მიმდინარეობს რეკეტი, ადამიანებს არ აწამებენ ციხეებში, განსხვავებული აზრის გამო არ იდევნებიან სამსახურებიდან, განსხვავებული აზრის გამო არ იდევნებიან ქუჩებში. ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, თუმცა არსებობს გამოწვევები და ამ გამოწვევებს სჭირდება ღირსეული პასუხი ყოველდღიური მუშაობით. მთავარი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ჩვენი ქვეყის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის უდიდესი გამოწვევა - ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, არის ოკუპირებული, მაგრამ ეს არის დროებით. ჩვენი გონივრული პოლიტიკით, ძლიერი ეკონომიკითა და ევროპაში მისწრაფებით, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანობას",- განაცხადა კახა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×