რეზონანსი
01.10.2022

უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ლიმანის შესასვლელთან უკრაინის დროშა აღმართეს. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„1-ელი ოქტომბერი. ჩვენი დროშა ჩვენს მიწაზე აღვმართეთ. ლიმანი!" - აცხადებს ერთ-ერთი ჯარისკაცი.

ამასთან, უკრაინის აღმოსავლეთის სარდლობის ინფორმაციით, „სტაბილიზაციის ზომები" მიმდინარეობს რომ ქალაქში დისლოცირებული 5 000-ზე მეტი რუსი სამხედრო ალყაშია მოქცეული.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ლიმანის მახლობლად ხუთი დასახლება: იამპოლი, ნოვოსელოვკა, შანდრიგოლოვო, დრობიშევო და სტავკი გაათავისუფლეს. რუსული ძალების ნაწილი ჩაბარდა, ნაწილმა კი შეძლო აღმოსავლეთის მიმართულებით გაქცევა.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×