რეზონანსი
01.10.2022

გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთმა ვეტო დაადო აშშ-სა და ალბანეთის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც გმობს მოსკოვის მიერ უკრაინის ნაწილების ანექსიას.

რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირეს ალბანეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, განამ, ირლანდიამ, კენიამ, მექსიკამ, ნორვეგიამ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, აშშ-მა და საფრანგეთმა. თავი შეიკავეს ბრაზილიამ, გაბონმა, ინდოეთმა და ჩინეთმა.

რეზოლუციის პროექტში დაგმობილი იყო უკანონო რეფერენდუმები, რომლებიც უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაიმართა და შეიცავდა ქვეყნების მიმართ მოწოდებას, არ აღიარონ უკრაინის საზღვრების ცვლილება. რეზოლუციის პროექტის ავტორები ასევე მოუწოდებდნენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×