
ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ნორვეგიაში მოქმედ ირანის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორგანიზაცია ხელისუფლებას არაპროპორციული ძალისა და განსხვავებული აზრის ჩასახშობად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით კი , დაღუპულთა რიცხვი 41-ია, მათ შორის რამდენიმე სამართალდამცავია.
გარდა ამისა, დაკავებულია ასობით ადამიანი, მათგან 20 ჟურნალისტი. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა ირანის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცენ.
შეგახსენებთ, რომ აქციები ქვეყნის 31 პროვინციაში უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს. პროტესტი 22 წლის უფლებადამცველი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა, ის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დააკავა და სასტიკად სცემა. რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.