რეზონანსი
27.09.2022

დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი დამპყრობლების თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა საღამოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მტრის თავდასხმები მოიგერიეს სოლედარის, მაიორსკის, კურდიუმივკას, ზაიცევის, ბახმუტის, ბახმუცკეს, ვიიმკას, სპირნეს, პერვომაისკესა და კამიანკას რაიონებში.

"დღის განმავლობაში მტერმა განახორციელა ორი სარაკეტო და ექვსი საჰაერო დარტყმა, ასევე 20-ზე მეტი შეტევა სარაკეტო სისტემებიდან სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე. შედეგად, 15-ზე მეტი დასახლება დაზარალდა. კერძოდ, ზაპოროჟიე, მიკოლაივი, ოჩაკოვი, ავდიევკა, კრასნოჰორივკა, პოლტავკა და მარინკა", - ნათქვამია ანგარიშში.

ზაპოროჟიეს მიმართულებით 20-ზე მეტი დასახლება დაიბომბა. მათ შორისაა ნოვოსილკა, სტეფნოჰირსკი, შევჩენკო, ნოვოპილი, ვრემივკა, პოლტავკა და უსპენივკა.

ვითარება უცვლელია ვოლინისა და პოლისკის მიმართულებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×