რეზონანსი
27.09.2022

უკრაინა მოელის, რომ საფრანგეთს მკაფიო რეაქცია ექნება ფიქტიურ რეფერენდუმზე, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ატარებს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეტის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს.

„ახლა მნიშვნელოვანია საფრანგეთისგან, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერისგან, ძალიან ძლიერი სიგნალის მიღება ხელოვნური „რეფერენდუმების" შესახებ, რომელსაც რუსეთი იარაღის ლულის ქვეშ ატარებს. რეაქცია არ უნდა იყოს ვერბალური. ჩვენ ველით მკაფიო სანქციებს: როგორც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტში, ასევე ცალკეულ სიგნალებს იმის შესახებ, თუ რა მოხდება, თუ რუსეთი აღიარებს ამ ხელოვნურ „რეფერენდუმებს", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×