პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებებიდან იკვეთება, რომ ძალაუფლებას ვერ იყოფენ.
მისივე თქმით, მათი მხრიდან ამის პრაქტიკული დადასტურება ხდება.
„თავად რასაც ამბობენ, დაპირისპირების მიზეზია ფული, რასაც ვერ იყოფენ. მათივე განცხადებებიდან იკვეთება, რომ ძალაუფლებას ვერ იყოფენ. ამიტომ, ჩვენი კომენტარები უადგილოა, პირიქით, მეტი დრო უნდა დავუთმოთ, რომ ისაუბრონ. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ხალხი მხოლოდ ძალაუფლებაზე არის ორიენტირებულიო. მათი მხრიდან პრაქტიკული დადასტურება ხდება. ამ ადამიანების ერთადერთი სურვილია ძალაუფლება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.