რეზონანსი
26.09.2022

13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. შესაძლო დანაშაულის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოს სკოლამ შეატყობინა.

დაკავებულია 54 წლის მამაკაცი, რომელსაც შვილიშვილზე, 13 წლის გოგონაზე, სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავებიან. დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, ის ბრალს არ აღიარებს.

13 წლის გოგონას სკოლაში ყვებიან, რომ მსხვერპლმა ყველაფერი მანდატურს მოუყვა, რის შემდეგაც მოძალადე დააკავეს.

არასრულწლოვანი, ამჟამად, სკოლაში გაკვეთილებს არ ესწრება და ფსიქოლოგთან კონსულტაციებს გადის. მამაკაცს კი 15-დან 20- წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"რუსთავი 2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×