რეზონანსი
26.09.2022

საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობი ახლა უფრო იაფია, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომამდე ღირდა. 1 ბარელი "ბრენტის" მარკის ნავთობი, ამჟამად, 84 დოლარი ღირს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე მისი ფასი 94 დოლარი იყო. ნავთობის გაიფების ძირითადი მიზეზი გლობალური ეკონომიკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების რეჟიმზე გადასვლაა. ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვა კი ნეგატიურ ზეწოლას ახდენს ენერგორესურსების ფასებზე.

გაიაფებულია ნავთობის სამომავლო ფასებიც, 2023 წლის მარტი-აპრილის ე.წ. ფიუჩერსები 75 დოლარი ღირს, ივნისი-ივლისის ფასები კი 73 დოლარის ფარგლებშია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×