რეზონანსი
26.09.2022

მობილიზაციას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს ამიერიდან საზღვრის გადასაკვეთად დამატებითი დოკუმენტაციის წარმოადგენა მოუწევთ. ამ თემაზე განმარტებები მედიასთან როსტოვის ოლქის სამხედრო კომისარმა გააკეთა. ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება კონკრეტული კატეგორიის საკუთარ მოქალაქეებს მალე ქვეყნიდან გასვლას აუკრძალავს, მედიაში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. დამოუკიდებელი მედიასაშუალებები საზღვრის ჩაკეტვის სავარაუდო თარიღებსაც - 26, ან 30 სექტემბერს ასახელებენ.

რუსული ინტერნეტგამოცემები წერენ, რომ ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის საკითხს მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტი, მთავრობის და დუმის წარმომადგენლები განიხილავენ.

"რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ გამგზავრების მიზნით, აუცილებელია აიღოთ დადგენილი ფორმის მოწმობა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისიდან. ჩვენ არ ვკრძალავთ სუბიექტის ტერიტორიაზე გადაადგილებას, მაგრამ რუსეთის ფედერაციის გარეთ გამგზავრებისთვის საჭიროა აიღოთ ცნობა," - განაცხადა როსტოვის ოლქის სამხედრო კომისარმა იგორ ეგოროვიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×