რეზონანსი
25.09.2022

რუსეთის ეროვნულ სპორტულ გუნდებს საზღვარგარეთ გამგზავრება და იქ საწვრთნელ ბანაკებსა თუ შეჯიბრებებში მონაწილეობა აეკრძალათ. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი" ავრცელებს.

რუსეთის სპორტის მინისტრმა ოლეგ მატიცინმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმისათვის, რათა „გაძლიერდეს ეროვნული სპორტული სექტორი და ჩამოყალიბდეს სპორტული და ეკონომიკური სუვერენიტეტი".

თუმცა, მედიასაშუალება Inside the Games-ს მიაჩნია, რომ ეს შესაძლოა იყოს წამყვანი ათლეტების დეზერტირობის აღკვეთის მცდელობა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რის შემდეგაც ბევრი მამაკაცი, მათ შორის სპორტსმენი, ქვეყნიდან გაიქცა ან ცდილობს გაქცევას.

როგორც რუსული მედია სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ჯარში გაწვევის ასაკის მქონე მამაკაცებს უკრაინის რეგიონებში გამართული ე.წ. "რეფერენდუმების" შემდეგ აეკრძალებათ რუსეთის დატოვება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×