რეზონანსი
25.09.2022

„ჩვენ, ამ საკითხთან დაკავშირებით, წერტილი უკვე დასმული გვაქვს. ვინც ნიკას ეთერებს უყურა, იცის, რომ ის აბსოლუტურად ღიად საუბრობდა იმ ფაქტზე და საჯარო იყო, როდესაც ხელი ჰქონდა ჩამორთმეული. ასევე, საჯაროდ ისაუბრა, როდესაც ყვენაირი ურთიერთობა გაწყვიტა", - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე ოპოზიციაში გაჩენილ კიდევ ერთ დაპირისპირებას.

მისივე თქმით, ამ თემაზე საუბარი არავის კარგ შედეგს არ მოუტანს.

„ამის შემდეგ, ვფიქრობ, ამ თემის გაღრმავებას არც აზრი აქვს და არც არავის არაფერს კარგს არ მოგვიტანს. შესაბამისად, ფოკსი და სწორება უნდა გვქონდეს იმ პრობლემებზე, რომლებიც, დღეს, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაშია", - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

ოპოზიციაში კიდევ ერთი დაპირისპირებაა, ამჯერად, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით. დღეს ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან თანამშრომლობს. ეს იმ დროს როცა, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, კეზერაშვილზე, განსხვავებულ განცხადებებს აკეთებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×