რეზონანსი
24.09.2022

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ ირანმა დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც „როიტერი“ წერს, ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომლებიც ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის, პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ებრაჰიმ რაისი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ირანმა გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს  მათ წინააღმდეგ, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის უსაფრთხოებას და სიმშვიდეს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია მოხდეს პროტესტის და საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დარღვევის ერთმანეთისგან გამიჯვნა. ამასთან, ებრაჰიმ რაისიმ მიმდინარე დემონსტრაციებს ამბოხება უწოდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ირანის რევოლუციურმა ჯარმა საარტილერიო დანადგარებით დაბომბეს ჩრდილოეთ ერაყის ქურთისტანის რეგიონი, სადაც თეირანის ცნობით, თავს აფარებენ ქურთი დისიდენტები, რომლებიც მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობენ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული აქციები ირანის 31 პროვინციაში იმართება. სხვადასხვა ქალაქებში იყო დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებასაც, შედეგად, ამ დროისთვის სულ მცირე 35 ადამიანია გარდაცვლილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×