რეზონანსი
24.09.2022

სამწუხაროა, რომ საქართველოში არიან პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც საქართველოს ეკონომიკური განვითარება მიუღებელია. ისინი აკრიტიკებენ პრემიერს იმის გამო, რომ მან აქცენტი გააკეთა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რადიკალური ოპოზიციის კრიტიკას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლაზე.

„ის გამოწვევა, რაც დღეს ქვეყანას აქვს - ოკუპაცია, არ არის შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოში სტაბილურობისა და სტაბილური ეკონომიკური განვითარების. ქვეყანას აქვს სტრატეგიული ამოცანა - გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრი ვერ გახდები, თუ შენ არ გაქვს მყარი ეკონომიკა, არ ატარებ რეფორმებს და თუ არ ხარ მზად ევროკავშირის წევრობისთვის. იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ამ სივრცის ნაწილი პირველ რიგში საჭიროა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და სწორედ ამაზე იყო აქცენტები გაკეთებული პრემიერ-მინისტრის გამოსვლაშიც“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

22 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობის სწორმა პოლიტიკამ მოიტანა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა COVID-19 პანდემიიდან გამოსვლისას, როდესაც 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10.4 პროცენტს მიაღწია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×