რეზონანსი
17.08.2022

თბილისში, დიდუბის რაიონში ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე კორპუსში დაკეტილ სახლში ხანძარი გაჩნდა. მეზობლებმა 112-ში დარეკეს. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ. მათ ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. პოლიციამ კი გამოძიება დაიწყო.

ადგილზე მისულ სახლის მეპატრონეს ბინა გაძარცული დახვა. ქალი ამტკიცება, რომ სახლიდან ოქროთი სავსე ქილა გაქრა. პოლიციამ ქურდობის მუხლით დაიწყო გამოძიება. ბინის მეპატრონე ხელს მეხანძრეებისკენ იშვერდა, ამტკიცებდა, რომ სახლში არავინ შესულა, კარის საკეტი გატეხილი არ იყო და შესაბამისად, კვალი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისკენ მიდიოდა.

tia.ge-ს ინფორმაციით, პოლიციამ სახლთან მდებარე მაღაზიის ვიდეო ჩანაწერი ამოიღო. სადაც ჩანდა, რომ ბინაში მეპატრონის შვილი, ახალგაზრდა ქალი ავიდა.

"სახლის გასაღები მხოლოდ დედას აქვს. დანაშაულის დღეს სახლის მეპატრონე და მისი შვილი პანაშვიდზე მიდიოდნენ. ეზოში რომ ჩამოვიდნენ, დედას შვილმა უთხრა, რომ სახლში რაღაც ნივთი დარჩა და უკან აბრუნდა, დედა ეზოში ელოდებოდა, სავარაუდოდ, ამ დროს აიღო შვილმა ოქროს ნივთები, სახლი გასაღებით ჩაკეტა და ხანძარი გააჩინა. ადგილზე რომ მივედით, ცეცხლის კვამშლი იყო ყველაფერი გახვეული. ბიჭებმა შეძლეს ლოკალიზება. როცა მეპატრონე მოვიდა, თქვა, რომ ოქროთი სავსე ქილა დაეკარგა. დაიწყო გამოძიება. ის ამტკიცებდა, რომ სახლიდან ნივთების გატანას მხოლოდ მეხანძრეები შეძლებდნენ. დაკითხვაზე დაიბარეს მეხანძრეები, თუმცა ისინი ამტკიცებდნენ, რომ სახლიდან არაფერი აუღიათ. კორპუსის წინ მდებარე მაღაზიიდან ვიდეო ჩანაწერის გამოთხოვის შედეგად დადასტურდა, რომ სახლში ამ ქალის შვილი ავიდა და, სავარაუდოდ, მას შეეძლო ნივთების აღება. პოლიციამ დაკითხვაზე ბინის მეპატრონის შვილიც დაიბარა, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა ქურდობის ფაქტი. ის ახლა ციხეშია".

წყარო: tia.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×