რეზონანსი
15.08.2022

დაასახელებს თუ არა სოსო გოგაშვილი ბიძინა ივანიშვილს - რუსთავის ციხეში სუსის ექს შეფის დაკითხვა იწყება. გოგაშვილმა დღეს ჩვენება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უნდა მისცეს და თქვას, ვისი დაკვეთით დაურეკა ციხეში შს მინისტრმა, რა უთხრა და როგორ ემუქრებოდა.

სოსო გოგაშვილის ოჯახი ფიქრობს, რომ სუსის ყოფილი მაღლჩინოსნის დაშინება და გაჩმება სწორედ ივანიშვილმა დაუკვეთა.

თუ კოკა კაციტაძის უწყება გაბედავს, რომ მუქარის შემცველ ზარებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს, მაშინ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშ დაკითხვაზე მისვლა ბიძინა ივანიშილსაც მოუწევს.

სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატები ახლა ექსპერტიზის ჩატარებას იმ წებოვანი ლენტისთვის გეგმავენ, რომელზეც სოსო გოგაშვილმა დნმ-ის ნიმუშების აღება მოახერხა. ინტერესების დაცმეველები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უნდბლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ნიმუშებს უცხოეთში გააგზავნიან.

როგორც ჩვენ განვაცხადეთ და როგორც ბატონიო იოსებ გოგაშვილი აცხადებს, სატელეფონო კონტაქტზე მასთან იმყოფებოდა შს მინისტრი. ეს ყველაფერი ბიძნა იავნიშვილის დავალებით ხორციელდებოდა. სავარაუდოდ, გამოვრიცხავთ, რომ ექსპერტიზის მიზნით ეს წებოვანი ლენტი წარდგენილი იქნეს სამხაუარის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. მივმართავთ ალტერნატიულ, დამოუკიდებელ ექსპერტიზის ბიუროს. თუ აღნიშნული ექსპერტიზა საქართველოში ვერ შედგება და მოუკიდებელი ექსპერტების მიერ, არ გამოვრიცხავთ, რომ საზღვარგარეთ იქნეს გაგზავნილი, - ამბობს გოგაშვილის ადვოკატი.

სოსო გოგაშვილს ოჯახის წევრებს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ, თუმცა მზად არიან გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. ისინი მათი ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ბიძნა, ივანიშვილს, პრემიერ ღარიბაშვილს და შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს აკისრებენ.

რომ გითხრათ, რომ რაიმეს მოლოდინი მაქვს, არ მაქვს, იმიტომ, რომ რაც 16 ივლისს მოხდა ჩემს ოჯახში, იმის მერე რისი მოლოდინი უნდა მქონდეს? ჩემს ოჯახს და ჩემი ოჯახის ახლობლებს თუ რამე ზიანი მიადგებათ ან ვინმეს პროვოკაციას მოუწყობენ, აუცილებლად პასუხისმგებლობას არა მარტო მათ, მთლიანად ბიძინა ივანიშილს დავაკისრებ, - ამბობს სოსო გოგაშილის მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი.

წყარო: „newposts.ge"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×