რეზონანსი
13.08.2022

უკრაინული მარცვლეულით დატვირთული კიდევ ორი ხომალდი დღეს ოდესის ოლქში არსებულ პორტ „ჩერნომორსკიდან" გავიდა.

ხომალდები მზესუმზირითა და სიმინდით არის დატვირთული. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო „ტვიტერის" გვერდზე ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გემები უკრაინული სასურსათო პროდუქტის ექსპორტის მიზნით შავ ზღვაში შექმნილი „მარცვლეულის დერეფნის" ინიციატივის მონაწილეები არიან.

პორტიდან შემდეგი გემები გავიდა:

ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი FULMAR S-ი, რომელიც 12 ათასი ტონა სიმინდით არის დატვირთული. ის თურქეთის ქალაქ ისკენდერუნისკენ მიემართება;

მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი THOE, რომელიც 3 ათასი ტონა მზესუმზირით არის დატვირთული და ტეკირდაგისკენ მიდის.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 13 აგვისტოს უკრაინისკენ გაემართება ხომალდი, რათა იქ ახალი მარცვლეულით დაიტვირთოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×