რეზონანსი
12.08.2022

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნატოს აღმოსავლეთ საზღვრების გაძლიერება გადაწყვიტა. ამ რეგიონებში საჰაერო სადესანტო დივიზია გაიგზავნება, რომელიც ცნობილია როგორც "მყვირალა არწივები".

ამის შესახებ ინფორმაციას ნატოში ამერიკის შეერთებული შტატების მისია „ტვიტერის" გვერდზე ავრცელებს.

რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში გაიგზავნება 101-ე საჰაერო- სადესანტო დივიზიის 2400 ჯარისკაცი.

„80 წლის შემდეგ ევროპაში ბრუნდება საჰაერო-სადესანტო დივიზია, რომელიც ცნობილია, როგორც „მყვირალა არწივები". ეს ხდება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად, ჩვენი მოკავშირეების დასამშვიდებლად და ჩვენი მოწინააღმდეგეების შესაკავებლად",- ნათქვამია მისიის განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×