რეზონანსი
12.08.2022

მიუხედავად იმისა, რომ კითხვები, რომლებიც კელი დეგნანს გავუგზავნეთ, ძირითადად უპასუხოდ დარჩა, მაინც ვფიქრობდით, რომ ამ ეტაპზე საკმარისი იყო საზოგადოების ინფორმირება. არ ვაპირებდით კიდევ უფრო მეტი კითხვის დასმას და ამ თემის უფრო გავრცობას, რომ არ ყოფილიყო კელი დეგნანის ინტერვიუ „ფორმულაზე", რომელმაც განგვიმტკიცა აზრი, რომ პოლიტიკა, რომელსაც საელჩო ბოლო სამი წლის განმავლობაში ატარებს, არ შეცვლილა და ეს პოლიტიკა არის პირდაპირ უხეში ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში და მცდელობა, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს არაკონსტიტუციური გზით"- განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა და საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა" წევრმა, სოზარ სუბარმა.

როგორც სუბარი აღნიშნავს, თავად იყო მოწმე, როგორ მიდიოდა ზეწოლა, რომ როგორმე მომხდარიყო უგულავას და ოქრუაშვილის ციხიდან გამოშვება.

„მე პირადად ვიყავი „ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრი და კარგად ვხედავდი, როგორ მიდიოდა ზეწოლა, რომ როგორმე მომხდარიყო უგულავას და ოქრუაშვილის გამოშვება. ეს იყო შემთხვევა, როდესაც მოხდა ხელისუფლების იძულება და საბოლოოდ ეს დამთავრდა პრეზიდენტის შეწყალების აქტის გამოცემით, რომ ეს ორი ადამიანი ყოფილიყო გამოშვებული. საბოლოოდ მოხდა პარლამენტის მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ის, რომ პარლამენტმა მიიღო ამნისტიის კანონი, რაც ასევე იყო პოლიტიკური ჩარევა სამართლიანი სასამართლოს უფლებაში. ამით არა მხოლოდ რურუა და მელია, არამედ არაერთი ადამიანი გამოვიდა გარეთ"- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×