რეზონანსი
12.08.2022

„უსამშობლონი სწორედ „ნაცები" არიან, რომლებისთვისაც დაკარგული სოფლები მხოლოდ ქვების გროვაა, ბრძოლის ველზე მიტოვებული გმირი ჯარისკაცები და მათი ცხედრები არაფერს ნიშნავს, ათასობით ჩვენს თანამემამულეთა დატერორება, წამება და ღირსების აყრა უმნიშვნელო შეცდომაა", - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ნიკა მელიას Facebook-სტატუსს.

მისი თქმით, 2008-ში, უგუნურობით შემოუძღვნენ რუს ოკუპანტებს საქართველოში და შემდეგ პასუხისმგებლობა ცხინვალის დაბომბვაზე ევროპის საბჭოს რეზოლუციაში თბილისს ააღებინეს.

„გაღმა შეედავე და გამოღმა ვეღარ შეგრჩებაო, ეს ომისა და ღალატის პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას" ეხება. უსამშობლონი სწორედ „ნაცები" არიან, რომლებისთვისაც:

- 2008-ში, უგუნურობით შემოუძღვნენ რუს ოკუპანტებს საქართველოში და შემდეგ პასუხისმგებლობა ცხინვალის დაბომბვაზე ევროპის საბჭოს რეზოლუციაში თბილისს ააღებინეს;

- დაკარგული სოფლები მხოლოდ ქვების გროვაა;

- ბრძოლის ველზე მიტოვებული გმირი ჯარისკაცები და მათი ცხედრები არაფერს ნიშნავს;

- ათასობით ჩვენს თანამემამულეთა დატერორება, წამება და ღირსების აყრა უმნიშვნელო შეცდომაა;

- ხელისუფლებაში მობრუნება ნებისმიერ ფასად, მათ შორის ქვეყნის არევით და ომის გაჩაღებით.

რეალობა კი ისაა, რომ ავთენტიკური უსამშობლოები თავად ნაცრეჟიმის ექსჩინოსნები არიან. მათთვის სამშობლო კი არაა მთავარი, არამედ სამთავრობო ადგილების მოპოვება და ფუფუნებაში ცხოვრება თანამოქალაქეთა ჩაგვრის გზით. ვეღარ მოესწრებიან, რაც არ უნდა რესურსები აამოქმედონ, მათ შორის უცხოეთიდან", - წერს აბაშიძე Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×