რეზონანსი
12.08.2022

„რაღა დროს „ნარუჟკაა“, როცა, თანამედროვე მობილური ტელეფონების საშუალებით, ნებისმიერი ადამიანის გადაადგილების დაფიქსირება შეიძლება კაბინეტიდან გაუსვლელად. ანდა ვის რაში სჭირდება ნონა მამულაშვილსა და მის სამარცხვინო კოლეგებზე თვალთვალი?“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, „ნაცების“ „ტრაგიკომიკურ სუბიექტებს“ ავიწყდებათ, რომ თვალთვალი და ოპონენტების დევნა მათი რეჟიმის ხელწერა იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ ეპატაჟური წევრი ნონა მამულაშვილი ტელეკომპანია POSTV-იმ მორიგ ტყუილში ამხილა. პარლამენტის სხდომათა დარბაზში მაგიდებზე მორბენალი მამულაშვილი ირწმუნებოდა, რომ სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ. გაირკვა, რომ პირი (რომან ნაჭყებია), რომელსაც დეპუტატი მამულაშვილი თვალთვალში ადანაშაულებდა, არა აგენტი, არამედ ტაქსის მძღოლია. ნაჭყებიამ დასტურად ტაქსის აპლიკაცია და გუშინ შესრულებული მარშრუტების არქივი აჩვენა მედიას. მოაკლდა რა ყურადღება ნონა მამულაშვილს, გამოიგონა ისეთი მოკლევადიანი „ფეიკი“, რათა მორიგ ჯერზე, თავი მასხრად აიგდო. „ნაცების“ ტრაგიკომიკურ სუბიექტებს ავიწყდებათ, რომ თვალთვალი და ოპონენტების დევნა მათი რეჟიმის ხელწერა იყო. რაღა დროს „ნარუჟკაა“, როცა, თანამედროვე მობილური ტელეფონების საშუალებით, ნებისმიერი ადამიანის გადაადგილების დაფიქსირება შეიძლება კაბინეტიდან გაუსვლელად. ანდა ვის რაში სჭირდება ნონა მამულაშვილსა და მის სამარცხვინო კოლეგებზე თვალთვალი? მიხეილ სააკაშვილი აღარ ახსოვთ და ეს მეგალომანი მამულაშვილი ვის დაეკარგა?..”, - წერს გია აბაშიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×