რეზონანსი
11.08.2022

ნატო-ს გაფართოების საკითხზე თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის წარმომადგენლები 26 აგვისტოს შეხვდებიან. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, შეხვედრა ერთობლივ მექანიზმზე სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში გაიმართება.

ანკარაში ელჩების მე-13 კონფერენციის ბოლო დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ შვედეთმა და ფინეთმა ჯერ კიდევ არ შეასრულეს მემორანდუმით აღებული ვალდებულებები და რომ მათ ჯერ კიდევ არ გადაუდგამთ რაიმე მყარი ნაბიჯი თურქეთის თხოვნაზე ტერორისტების ექსტრადიციის შესახებ.

ჩავუშოღლუმ ასევე კომენტარი გააკეთა ევროკავშირთან ურთიერთობებზე და ბლოკში თურქეთის გაწევრიანების მცდელობაზე. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი იქნებოდა გლობალური აქტორი, რომ დათანხმებოდა თურქეთის ბლოკში გაწევრიანებას.

სომხეთთან ნორმალიზაციის პროცესისა და აზერბაიჯანთან კავშირების შესახებ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ თურქეთი ამ პროცესში ყველაფერს აკეთებს ძალიან ღიად და გამჭვირვალედ. მევლუთ ჩავუშოღლუმ მოუწოდა სომხეთს, შეწყვიტოს „შეყოვნების ტაქტიკა" და გულწრფელად იმოქმედოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×