რეზონანსი
11.08.2022

მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალიდან" რუსეთის ტყვეობაში ამჟამად 130-ზე მეტი უკრაინელი ქალი ჯარისკაცი იმყოფება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

„აზოვსტალიდან გვყავს 131 ქალი, მათ შორის არიან აზოვის პოლკის მსახურნი, სამხედრო ექიმები, მესაზღვრეები, საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა, ეროვნული გვარდიელები, შეიარაღებული ძალები და სხვა ფორმირებები", - დასძინა მან.

ვერეშჩუკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა შეეცდება მათ გათავისუფლებას და სთხოვა მსოფლიო საზოგადოებას, ყურადღება მიაპყროს რუსეთის არასათანადო ქმედებებს სამხედრო ტყვეებთან მიმართებაში.

შეგახსენებთ, რომ 16-20 მაისს მარიუპოლის დამცველებმა „აზოვსტალი" დატოვეს, რის შემდეგაც რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან. რუსული მხარის ინფორმაციით, ქარხანა 2439-მა მებრძოლმა დატოვა. „წითელი ჯვრის" წარმომადგენლებმა უკრაინელი დამცველები სამხედრო ტყვეებად დაარეგისტრირეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×