რეზონანსი
11.08.2022

პოლიტიკური პარტიები გადარჩენისთვის იბრძვიან დიახ, ეს ნამდვილად ასეა, ჩვენ არა მარტო გადარჩენისთვის, არამედ ვიბრძვით ქვეყნის ევრომომავლის გადარჩენისთვის, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, ხელისუფლების ქმედებები მართლაც გაცდა ყოველგვარ ზღვარს და ყოველგვარი ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული, რადგან იყენებს ყველა უკანონო მეთოდს პოლიტიკური ოპონენტებისა და პოლიტიკური ოპოზიციურად განწყობილი პარტიების წინააღმდეგ.

„ამ ფონზე რა თქმა უნდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საკმაოდ მძიმე გამოწვევების წინაშე დგანან, შესაბამისად მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს ბრძოლას ერთი საერთო იდეის გარშემო, ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი. ბუნებრივია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, მათ შორის „ქართულმა ოცნებამ", რომელსაც დარჩა თუ არა პოლიტიკური ნება საერთოდ არ ვიცი, ამის გაკეთების, რომ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა გადაურჩინოს.

საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური პარტიები გადარჩენისთვის იბრძვიან დიახ, ეს ნამდვილად ასეა, ჩვენ არა მარტო გადარჩენისთვის ვიბრძვით, არამედ ვიბრძვით ქვეყნის ევრომომავლის გადარჩენისთვის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი, შესაბამისად, სხვა ყველა საკითხი არის მეორეხარისხოვანი", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×