რეზონანსი
11.08.2022

ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლე თეა მარტყოფლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გოგაშვილის მეუღლემ აღნიშნა, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, არც სოსო გოგაშვილის უსაფრთხოება არ არის დაცული.

მისი თქმით, ყველაფერი თანხმდება „ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან.

„მინდა მივმართო იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილს და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს - თუ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრებს, ან რომელიმე ახლობელს რაიმე ზიანს მიაყენებენ ან ქუჩაში რაიმე პროვოკაციას მოგვიწყობენ, პირადად მათ ვაკისრებ პასუხისმგებლობას, მათ შორის ჩემი მეუღლის უსაფრთხოება არ არის დაცული მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

მის [ბიძინა ივანიშვილის] გარეშე ხომ არაფერი ხდება, სპეცოპერაციაც მის გარეშე არ იქნებოდა დაგეგმილი. ყველაფერი თანხმდება ბიძინა ივანიშვილთან და ისე ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ აკრძალული გვქონდა ტელეფონზე საუბარი, კომუნიკაცია, შეხვედრაც და მოულოდნელად, ორჯერ შეგვიყვანეს ჩემს მეუღლესთან. თუკი არ შეიძლებოდა, როგორ მოხდა ჩვენი შესვლა იქ?!", - განაცხადა სოსო გოგაშვილის მეუღლემ.

შეგახსენებთ, ამავე ბრიფინგზე გოგაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ სოსო გოგაშვილს ციხეში ორჯერ შინაგან საქმეთა მინისტრმა დაურეკა, რომელიც დაემუქრა და გაჩუმება მოსთხოვა.

„28 ივლისს იოსებ გოგაშვილი, რომელიც მოთავსებულია მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიყვანეს ე.წ საშხაპეში, სააბაზანო ოთახში და მას მიუთითეს ფანჯრის რაფაზე განთავსებულ ტელეფონზე და უთხრეს, რომ ტელეფონი დარეკავდა და იოსებ გოგაშვილს ეპასუხა აღნიშნული ტელეფონისათვის. რამდენიმე წუთში ტელეფონზე განხორციელდა ზარი. იოსებ გოგაშვილმა, რა თქმა უნდა, უპასუხა და მას ესაუბრებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. როგორც იოსებ გოგაშვილი აცხადებს, საუბარი მათ შორის იყო საკმაოდ დაძაბული და ძირითადად აღნიშნული საუბარი შეეხებოდა მუქარებს - იმ შემთხვევაში თუ იოსებ გოგაშვილი არ გაჩუმდებოდა, გაეთვალისწინებინა თუ რა შეიძლება დამართნოდა როგორც იოსებ გოგაშვილს, ასევე მის ოჯახს, ახლობლებს და ა.შ." - განაცხადა ადვოკატმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×