რეზონანსი
10.08.2022

„დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე კონტროლი უკრაინას.

დიპლომატები მოსკოვს მთელი რეგიონის საფრთხეში ჩაგდებაში სდებენ ბრალს. მინისტრები სერიოზულად შეშფოთებული არიან ბირთვული ელექტროსადგურის უსაფრთხოების გამო. მათი თქმით, რუსეთის ქმედებები ძირს უთხრის საერთაშორისო ატომური სააგენტოს შესაძლებლობას, მონიტორინგი გაუწიოს უკრაინაში ბირთვული საქმიანობის უსაფრთხოებას.

უკრაინული მხარის განცხადებით, რუსული ძალები სადგურს სამხედრო ბაზად იყენებენ და იქიდან რაკეტებს უშვებენ იმ გათვლით, რომ იციან, უკრაინელი სამხედროები ამ ტერიტორიას არ დაბომბავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×