რეზონანსი
10.08.2022

„ქართული ოცნების" გუნდი დაანონსებული გეგმისა და ჩვენ მიერ გაცხადებული ვადების შესაბამისად ვმუშაობთ, გავაგრძელებთ მუშაობას და თითოეული სამუშაო ჯგუფის მიზანს შევასრულებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მათივე განცხადებები მეტყველებენ მათ საქმეზე. სამწუხაროა, რომ ამ ხალხმა კიდევ ერთხელ უარი უთხრა პირველ რიგში მათ ამომრჩეველს. როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებ დაფინანსებას და ხელფასს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა იმუშაო", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოპოზიციის ნაწილი ევროპულ რეკომენდაციებს ბოიკოტს უცხადებს და სამუშაო პროცესში არ მონაწილეოენ. „ლელომ", „სტრატეგია აღმაშენებელმა" და „ნაციონალურმა მოძრაობამ", ერთკვირიანი პაუზის შემდეგ დღეს ევროკავშირის წარმომადგენელთან შეხვედრა პირველად გამართეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×