რეზონანსი
10.08.2022

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში სამი პირი მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2020-2021 წლებში, ყალბი დოკუმენტების დამზადების გზით, საკუთრებაში მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 4 318 მ2 მოცულობის 4 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 656 295 ლარს შეადგენს.

გამოძიების პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები დააყადაღეს.

მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×