რეზონანსი
09.08.2022

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ჟულიენ კრამპს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესზე და იმ საკითხებზე, რომლებზეც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფები მუშაობენ.

„ევროკავშირის წარმომადგენელს დეტალურად ვესაუბრე სამუშაო ჯგუფების მიმართულებებზე, შემადგენლობაზე, მიზნებზე და პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ინკლუზიურად მიმდინარეობის თაობაზე. ასევე, გავაცანი როგორია ჩვენი ხედვა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და რა ვადებშია გაწერილი ეს პროცესი. გავცვალეთ მოსაზრებები და პრინციპში, მათ აქვთ სრული ინფორმაცია სამუშაო ჯგუფების საქმიანობისა და პროცესის მიმდინარეობის თაობაზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ოფისი საქართველოში სრულად იყოს ინფორმირებული 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესზე, რომელიც, საბოლოოდ, მიზნად ისახავს ევროკავშირში საქართველოს კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×