რეზონანსი
09.08.2022

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ყირიმში, საკის რაიონში მომხდარ აფეთქებაზე კომენტარი გააკეთეს. აფეთქებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი გამოეხმაურა.

„უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ვერ ადგენს ხანძრის მიზეზს, მაგრამ კიდევ ერთხელ ახსენებს სახანძრო უსაფრთხოების წესებს და დაუდგენელ ადგილებში მოწევის აკრძალვას", - წერს მალიარი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, მომხდარი რუსეთმა შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს.

„არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით" იპოვონ რაიმე დამახასიათებელი - „შევრონი", „სავიზიტო ბარათი" ან თუნდაც „დნმ", - განაცხადა მალიარმა.

ანა მალიარმა უკრაინელებს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მიენდონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

ყირიმში, საკის რაიონში აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, აფეთქება ნოვოფედოროვკას აეროდრომთან განთავსებულ საბრძოლო მასალების საწყობში მოხდა. ბოლო ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაღუპულია ერთი და დაშავებულია ხუთი ადამიანი. რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის დეტონაცია, თუმცა აფეთქებები საბრძოლო ცეცხლის ზემოქმედების შედეგად არ მომხდარა და აფეთქების მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×