რეზონანსი
09.08.2022

საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ კომოტინში 41 წლის ქართველ კაცს 12 ტყვია ესროლეს. მედიის ცნობით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, კაცს მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან და ამჟამად ქალაქის საავადმყოფოშია მოთავსებული. 

ექიმების თქმით, რამდენიმე ტყვია მას გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული, რის გამოც მისი ჯანმრთელობის  შეფასება რთულია და შესაძლოა, რომ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს. 

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ დამნაშავეების დასაკავებლად ძებნა დაიწყო.

მომხდარზე სხვა დეტალები არ ვრცელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×