რეზონანსი
08.08.2022

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის განკარგულებით, 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ფართები დაუკანონდა.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დევნილებს ფართები დაუკანონდა მუნიციპალიტეტებში: ზუგდიდი, მცხეთა, წყალტუბო, ხონი, აბაშა, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი.

„ჯამში გადაეცა, როგორც საცხოვრებელი ფართები, ისე არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ჯამში 1 375 დევნილი ოჯახი გვყავს, რომელსაც 11 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფარგლებში, საკუთრება დაუკანონდათ. ასევე გვყავს 83 დევნილი ოჯახი, რამდენიმე ასეული დევნილი, რომელსაც ასევე ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ტერიტორიაზე ფართები დაუკანონდა. შესაბამისად, ისინი ამ ფართების გამოყენებას და თავიანთი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სრულფასოვნად შეძლებენ", - განაცხადა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×