რეზონანსი
08.08.2022

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

საკრებულოს წევრებმა ქართველი მებრძოლების საფლავები გვირგვინით შეამკეს და მათ ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული რჩეული გმირებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გამო, ღრმა მწუხარება გამოთქვა.

„8 აგვისტო ჩვენი უახლესი წარსულის ტრაგედიაა, მაგრამ ჩემთვის, ისე როგორც თითოეული ქართველისთვის, ეს დღეები გმირობასთან, თავგანწირვასთან და ეროვნულ ერთიანობასთან ასოცირდება. აგვისტოს ომში კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ქართველი კაცის უდრეკი სული, თავისუფლების დაუოკებელი წყურვილი, მზადყოფნა, სიცოცხლე გაიღოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი დაღუპული გმირების და მათი ოჯახების წინაშე ქედს ვიხრი", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×