რეზონანსი
07.08.2022

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს „ტვიტერზე" ეხმაურება.

„რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ბირთვული ტერორიზმი ზაპოროჟიეში და უკრაინის ყველა ბირთვული ელექტროსადგური უკრაინას გადასცეს. შეწყდეს რუსული აგრესია, ვდგავართ უკრაინის გვერდით", - წერს დიპლომატი.

მინისტრი ამ განცხადებით ჟოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა: „ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ქმედებებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ. ეს არის ბირთვული უსაფრთხოების წესების სერიოზული, უპასუხისმგებლო დარღვევა და რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფის კიდევ ერთი მაგალითი".

მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×