რეზონანსი
07.08.2022

საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის ხსოვნის უკვდასაყოფად, გორში და კარალეთში მდებარე სკოლებს და კარალეთის სკვერს მათი სახელები მიენიჭათ. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შესაბამისი ინიციატივით დაღუპული მებრძოლების მშობლებმა პრეზიდენტს შარშან, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოფნისას, 8 აგვისტოს პირადად მიმართეს.

პრეზიდენტის ჩართულობითა და მხარდაჭერით, გორის მე-7 საშუალო სკოლას კაპრალ ზაზა ბირთველიშვილის სახელი მიენიჭა, ხოლო კარალეთის მე-2 საჯარო სკოლასა და სკვერს კაპრალ ოთარ სუხიტაშვილის სახელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×