რეზონანსი
31.07.2022

აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს გადაწყვეტილი ქართული პოლიტიკიდან სრულად დისტანცირება - საკითხზე ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის ხმაურიანი განცხადება, კვლავ არის მსჯელობის საგანი. ექსპრეზიდენტის თანაპარტიელების განცხადებით, ახლა მთავარი ამოცანა არის მიხეილს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

"მთავარი ამოცანა არის მისი ჯანმრთელობა და მისი სიცოცხლის შენარჩუნება. ეს არის ნომერ პირველი საკითხი, შესაბამისად, ახლა პოლიტიკური საკითხები ამ ფონზე მეორე პლანზე გადადის. ერთადერთი შეიძლება ადვოკატებთან დაკავშირებით სხვა რამეს გაუსვა ხაზი იმიტომ, რომ 2დღის განმავლობაში მოვისმინე, მცდელობა არის პოლიტიკური განცხადებების კეთების, მე ვიძახი პარტიასთან მიმართებაში ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის გაუგებარია, არ ვეხები არც სტრატეგიას, არც განცხადებებს, მაგრამ სხვა რამაა პოლიტიკური განცხადებების კეთება პარტიასთან მიმართებაში, თავდასხმა მე ასე შევაფასებდი,"- აცხადებს ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×