რეზონანსი
31.07.2022

სამხრეთ უკრაინაში, ქალაქ მიკოლაევში, ოკუპანტების საჰაერო თავდასხმას უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი ალექსეი ვადატურსკი და მისი მეუღლე ემსხვერპლნენ, - ამის შესახებ BBC წერს.

74 წლის ვადატურსკი და თავისი მეუღლე რაისა მაშინ დაიღუპნენ, როდესაც რაკეტა მათ სახლს მოხვდა.

ბიზნესმენი ფლობდა კომპანია Nibulon-ს, რომელიც მარცვლეულის ექსპორტითაა დაკავებული. ვადატურსკის უკრაინის გმირის წოდება აქვს მინიჭებული. Forbes-ის 2020 წლის შეფასებით, ალექსეი ვადატურსკი $450 მილიონს ფლობდა.

„ბატონმა ვადატურსკიმ ბევრი რამ გააკეთა მიკოლაევის რეგიონისთვის და ზოგადად უკრაინისთვის. მისი წვლილი სოფლის მეურნეობისა და გემთმშენებლობის ინდუსტრიის, რეგიონის განვითარებაში, ფასდაუდებელია", - ასე გამოეხმაურა ბიზნესმენის დაღუპვას მიკოლაევის ოლქის გუბერნატორი ვიტალი კიმი.

იერიშის დროს, არაერთი საცხოვრებელი სახლი, ასევე, სასტუმრო, სპორტული კომპლექსი, ორი სკოლა და ავტოგასამართი სადგური დაზიანდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×