რეზონანსი
31.07.2022

ხულიგნობაში არ ვცნობ თავს დამნაშავედ, მაგრამ ვაღიარებ, რომ ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, - ამის შესახებ მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულმა, დავით ჯიჯეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მცხეთის რაიონული სასამართლო ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდის, მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებული რვა პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა რვავე ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

საქართველოს პროკურატურამ, სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ხულიგნობის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ხულიგნობის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×