რეზონანსი
07.07.2022

ოპოზიციონერი დეპუტატი, „გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი გამოეხმაურა უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით არახამიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ ძალიან მალე დასავლეთი ბიძინა ივანიშვილს და მის ახლო გარემოცვას სანქციებს დაუწესებს.

„შეიძლება ივანიშვილი ბევრ ადამიანს არ მოსწონდეს სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ ეს არ არის სანქციებისთვის საკმარისი საფუძველი. თუ სათანადო ფაქტები, მტკიცებულებები დაიდება, სულ სხვა საუბარი იქნება. თუ ასეთი ფაქტები არსებობს, სჯობს, ეს დაიდოს საჯაროდ და არა სანქციების სახით. სანქციები არა მარტო ბიძინა ივანიშვილს დააზარალებს, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის იქნება ძალიან ცუდი. ეჭვი მეპარება, რომ სანქცირებული ქვეყანა შეიძლება ევროკავშირის წევრი გახდეს", - აცხადებს რაქვიაშვილი.

უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად დავით არახამია კვლავ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ერევა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×