რეზონანსი
07.07.2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ მათი ამოცანაა ხელი შეუშალონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„ცალსახაა, რომ რადიკალური ოპოზიცია დღეს უპირისპირდება საქართველოს ევროპულ არჩევანს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და მეტიც, საკუთარ ამომრჩეველსაც კი, ვისთანაც საოცრად შეირცხვინა თავი. როგორც ჩანს, ამ ადამიანების ამოცანა არის ზუსტად ის, რომ რამენაირად შეუშალონ ხელი კანდიდატის სტატუსის მიღებას და სწორედ ამიტომ არ ერთვებიან არცერთ პროცესში. თუმცა არც არეულობის შექმნის რაიმე რესურსი გააჩნიათ", - განაცხადა იონათამიშვილი.

პარლამენტში, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დაიწყო - გაიმართა საპროცედურო კომიტეტის სხდომა, რომელსაც ოპოზიცია არ დაესწრო. სხდომაზე გადაწყდა, რომ ნორმატიული აქტების აღსრულების კვლევა ჩატარდება. მიღებული შედეგების შემდეგ, კონკრეტული კანონპროექტები შემუშავდება და სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×