რეზონანსი
04.07.2022

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით.

პროკურორის თქმით, არსებობს ბრალდებულის მიმალვის, ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, დაცვის მხარის განცხადებით კი, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, ის თანახმაა წინასწარი პატიმრობის, რის გამოც გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება.

პროცესზე პოზიცია არ დაუფიქსირებია დაკავებულ დავით ცერცვაძეს. მომდევნო პროცესი 25 აგვისტოს გაიმართება.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ივლისს ქუთაისში მამაკაცმა ყოფილი ცოლი ცივი იარაღით მოკლა. ბრალდებული სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე აიყვანეს. სავარაუდო დამნაშავე, ბინაში მეზობლებმა ჩაკეტეს და პოლიცია გამოიძახეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×