
ვადა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილსა და მის მთავრობას სახალხო მოძრაობამ 24 ივნისს მისცა, ამოწურულია. როგორც მოსალოდნელი იყო მთავრობა არ გადადგა, შესაბამისად ქვეყანაში ახალი საპროტესტო ტალღა იწყება ლოზუნგით, "შინ ევროპისკენ".
ამ წუთებში რუსთაველის გამზირი ხალხითაა სავსე. უკვე გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობაც. სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, აქციაზე დასასწრებად მოსახლეობა რეგიონებიდან ჩამოვიდა. სახალხო მოძრაობას უერთდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც.
სახალხო მოძრაობის წარმომადგენლები დღეს სცენიდან გაახმოვანებენ სამოქმედო გეგმას, როგორ და რა მოთხოვნებით აპირებენ პროტესტის გაგრძელებას.
შეგახსენებთ, სახალხო მოძრაობა ითხოვდა ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებდა.