რეზონანსი
03.07.2022

თეატრისა და კინოს ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი პიტერ ბრუკი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბრუკი დღეს, პარიზში გარდაიცვალა, სადაც 1974 წლიდან ცხოვრობდა. ის 97 წლის იყო. ბრუკის ფილმები „ბუზების მბრძანებელი" და „7 დღე. 7 ღამე" კანის ფესტივალის ოქროს პალმის რტოზე იყო ნომინირებული. მან ასევე გადაიღო სურათები „მაჰაბჰარატა", „შეხვედრები არაჩვეულებრივ ადამიანებთან" და მრავალი სხვა.

მის თეატრალურ დადგმებში კი ცნობილი მსახიობები მონაწილეობდნენ, მათ შორის ჯონ გილგუდი, პოლ სკოფილდი და ლოურენს ოლივიე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×