რეზონანსი
02.07.2022

შთაგონებული ვარ ქართველი ხალხის დემოკრატიისადმი ერთგულებით, ევროპული მომავლისა და შეერთებულ შტატებთან ძლიერი პარტნიორობით, - ამის შესახებ დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დეიმონ ვილსონმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„ძალიან კარგია საქართველოში დაბრუნება. მიყვარს ეს ქვეყანა, ხალხი და შთაგონებული ვარ ქართველი ხალხის დემოკრატიისადმი ერთგულებით, ევროპული მომავლისა და შეერთებულ შტატებთან ძლიერი პარტნიორობისადმი. წლების განმავლობაში ბევრჯერ ვყოფილვარ საქართველოში, მაგრამ პირველად ვარ აქ როგორც „დემოკრატიის ეროვნული ფონდის" პრეზიდენტი. ორგანიზაციაში ძალიან ვამაყობთ, რომ ვართ საქართველოს დემოკრატიის დიდი ხნის მხარდამჭერი. მხარს ვუჭერთ მის სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ჩვენ ვართ აქ, რადგან გასული წლის 5 ივლისს ვნახე უამრავი სევდა, ძალადობა, რეპორტიორის გარდაცვალება, რომელიც მოხდა. აქ ვართ იმისთვის, რომ შევუერთდე „პრაიდს", რათა სოლიდარობა გამოვხატო ლგბტ თემისა და საქართველოს მიმართ. ლგბტ თემი შეიძლება, იყოს დემოკრატიული ცხოვრების სრული ნაწილი. მე აქ ვარ იმისთვის, რომ შევხვდე მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, შევხვდე ოპოზიციას, ყველა საპარლამენტო პარტიას, აქ არსებულ პოლიტიკურ აქტორებს. სახლიდან ვუყურე წლევანდელ 20 ივნისს და თბილისში ხალხმა თქვა, რომ სურს, იყოს ევროპის ნაწილი. ჩვენი მომავალი ევროპის ნაწილია. ჩემი ვიზიტის ნაწილია იმის გაგება, როგორ შეძლებენ სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური აქტორები, გამოიტანონ ქართველი ხალხის ნება, იყვნენ ევროპის ნაწილი. ამიტომაც გვქონდა ამდენი შეხვედრა დღეს IRI-ში. დღეს, ხვალ ვაგრძელებთ ჩვენს შეხვედრებს კოლეგებთან.

მაწუხებს ხვალინდელი დღე, რა იქნება შემდეგი გზა და მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი საქართველოს მიმართ, ქართველი ხალხის გამო, რომელიც აბსოლუტურად მხარს უჭერს ევროპაში დემოკრატიულ მომავალს. ეს არის საწყისი იმ ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის, რომელიც ხალხის ნებას აყალიბებს და ამიტომ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი საქართველოს მიმართ გრძელვადიან პერსპექტივაში", - განაცხადა ვილსონმა.

„დემოკრატიის ეროვნული ფონდის" პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი დეიმონ ვილსონი დღეს ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა. დეიმონ ვილსონთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პარტია „გირჩის", „დროას", „ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ასევე პარტია „ლელოს" ლიდერები, ბადრი ჯაფარიძე და სალომე სამადაშვილი, პარტია „საქართველოსთვის" ლიდერები გიორგი გახარია და ნათია მეზვრიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×