რეზონანსი
01.07.2022

პარტია „ლელოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, პარტია „ქართული ოცნება" ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნას გეგმავს.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, მხოლოდ შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება და ეროვნული თანხმობის მთავრობაა გამოსავალი.

„ვისაც დღეს კობახიძის „გეგმის და დაპირების" სჯერა, ან მოკლე მეხსიერება აქვს, ან მეტისმეტად გულუბრყვილოა. პროპორციული არჩევნები ასე ჩააგდეს, შარლ მიშელის შეთანხმება ასე გადახიეს, სხვას აღარ გაგახსენებთ... კომისიებს კომუნისტები ქმნიდნენ, როდესაც საკითხის გაჭიანურება და მიჩუმათება სჭირდებოდათ. მხოლოდ შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება და ეროვნული თანხმობის მთავრობაა გამოსავალი, თუ საქართველოს ევროპული მომავალი გვინდა", - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება" ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნას გეგმავს.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით, ასევე, დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×