რეზონანსი
01.07.2022

1-3 ივლისს, თბილისში, პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-16 საერთაშორისო კონგრესი - „კოლხიდა 2022“ ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან სახისა და სხეულის კორექციის, მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი კომპანია “აპტოსი“ და საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოება – GeoPRAS.

ღონისძიებას წელს 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული 600-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ონლაინ რეჟიმში დამსწრეთა რაოდენობა კი 1000-მდეა. კონგრესის ფარგლებში, ესთეტიკური მედიცინის წამყვანი, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექიმები, კომპანიები და დარგის წარმომადგენლები საკუთარ გამოცდილებასა და მიღწევებს გაააზიარებენ.

ინექციური და აპარატული მიმართულებებით ესთეტიკური მედიცინის  თანამედროვე მიღწევები, ასევე, რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგიაში არსებული ინოვაციური მეთოდები და ესთეტიკურ მედიცინაში შესაძლო სხვადასხვა გართულების მართვა - კონგრესის მთავარი თემებია.

ჰიბრიდული ფორმატის კონგრესის ფარგლებში, მონაწილეებს სამეცნიერო და სასწავლო სესიებზე და სემინარებზე დასწრების პარალელურად, საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი, დარგის წამყვანი ბრენდების პროდუქციის გაცნობის შესაძლებლობაც აქვთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×