რეზონანსი
01.07.2022

ჩემი მხრიდან თავდაპირველად იყო სიტყვიერი პასუხი, რომელსაც მოჰყვა მისი მხრიდან შესაბამისი რეაქცია და ამას მოჰყვა შემდგომ ჩემი მხრიდანაც შეხლა-შემოხლა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, ამ განცხადებით ძალადობას ხომ არ ახალისებს და რას ნიშნავს პროპორციული პასუხის უფლება, ოხანაშვილი ჟურნალისტს პასუხობს - „თქვენ ახლა დავალება გაქვთ, რომ ყურში ასე მიყვიროთ?"

„ყველაფერს აქვს ზღვარი, წითელი ხაზის იქით ადამიანს უფლება გაქვს პროპორციული რეაგირება მოახდინო. მე არავისთან მიმართებით არ წამიხალისებია და არ გამიმართლებია ძალადობა. როცა ასეთ ბინძური, ბილწი სიტყვებით მოგმართავენ, გაქვს უფლება პროპორციულად უპასუხო, არა ზღვარგადასულად, არა ისე, როგორც ის მოიქცა, როგორც იმან გააკეთა. თურმე მე მივიჭერი, მე ვყოფილვარ ინიციატორი, გამოვიდეს და თქვას, ამ ყველაფერს დაადასტურებს კამერის ჩანაწერები და ხალხი, რომელიც იქ იყო. ჩემი მხრიდან თავდაპირველად იყო სიტყვიერი პასუხი, რომელსაც მოჰყვა მისი მხრიდან შესაბამისი რეაქცია და ამას მოჰყვა შემდგომ ჩემი მხრიდანაც შეხლა-შემოხლა", - განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვაზე: მისი ქმედება რამდენად კანონიერია, ოხანაშვილი პასუხობს, „ნებადართული და გამართლებულია ყველა ქვეყნის კანონმდებლობით".

"როცა რეაგირებ პროპორციულად, ეს ლეგიტიმური და გამართლებულია, ყველა თქვენგანი ანალოგიურად მოიქცეოდა, სხვანაირად წარმოუდგენელია, შეგიძლიათ პროპორციულად უპასუხოთ. როცა ძალადობენ, პროპორციული რეაგირების უფლება რომ გაქვს, ეს კანონში წერია,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×