რეზონანსი
30.06.2022

ვინ არის ეკა გიგაური, რა ლეგიტიმაციით მესაუბრება საქართველოს მოქალაქეს, არა როგორც პოლიტიკოსს, ჩვეულებრივ მოქალაქეს, ან მაქარაშვილი ვინ არის? ვინ მისცა ლეგიტიმაცია, რომ გამოდიან ეს ადამიანები და ქართველი ხალხის სახელით გვესაუბრებიან, რომ ქართველ ხალხს უნდა მოიშოროს ხელისუფლება, ქართველ ხალხს უნდა, რომ შექმნას ტექნიკური მთავრობა, ქართველ ხალხს უნდა 12 პუნქტზე იმუშაოს, თავისი ჯგუფი შექმნას, ვინ ხარ, რა უფლებით მელაპარაკები? რას წარმოადგენ? ვინ მოგცა, სად წერია შენი ლეგიტიმაცია, რომ შენ შეგიძლია ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკი? - ამის შესახებ პარლამენტარმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი" განაცხადა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, მას, როგორც არჩეულ დეპუტატს, აქვს ლეგიტიმაცია, თუმცა ისიც კი ერიდება, უმრავლესობის სახელით ლაპარაკს.

„მე მაქვს ამის უფლება, რომ ვილაპარაკო, უმრავლესობით მოსული დეპუტატი ვიყავი, არჩეული ვარ, ხალხის ლეგიტიმაცია მაქვს და მეც კი ვერიდები უმრავლესობის სახელით ლაპარაკს, იმიტომ რომ განსხვავებულია მაინც, მრავალფეროვანია და ყველას სახელით შეიძლება ვერ ილაპარაკო, მაგრამ მე უფლება მაქვს, ვალდებულებაც მაქვს, რომ ამაზე ვისაუბრო, გითხრა, შენ პრობლემაზე მიმითითო, შეიძლება უშუალოდ არ ვიყო ამ პრობლემის ნაწილი, მაგრამ ვალდებული ვარ პასუხი გაგცე, ხელისუფლების სახელით, „ქართული ოცნების" სახელით, მაგრამ შენ ვინ ხარ? როგორ ბედავ? საერთოდ რას წარმოადგენ ეკა გიგაური რომ ხარ? ვინ ხარ? წარმოიდგინე, კრავენ ამას, გამოდის ხალხის წინაშე პირდაპირი ასე და მართავს ამ პროცესს" - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×